საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უელსთან ფრედ დასრულებულ მატჩს აფასებს.
"თამაშამდე რომ გეკითხათ ჩემთვის, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 3 ქულას ვიმსახურებდით. ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი ნახევარი საათი ცუდათ ვითამაშეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ თამაში გამოვასწორეთ. ამ თამაშმა აჩვენა, რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ბიჭებით ძალიან ვამაყობ,“-აღნიშნა ვლადიმერ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უელსთან მსოფლიო შესარჩევი ციკლის გასვლითი მატჩი ქართველებმა ფრედ 1:1 დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა.