დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ რუსეთთან ბიზნეს-ინტერესები არ აკავშირებს. ამის შესახებ მან პრეზიდენტობის კანდიდატთა მეორე დებატებზე განაცხადა. „მე არ ვიცნობ, როგორ არის რუსეთი მოწყობილი. მე ამ ქვეყანაში არანაირი ბიზნეს-ინტერესი არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ სირიაში ისლამისტების წინააღმდეგ ვაშინგტონისა და მოსკოვის თანამშრომლობა კარგ შედეგს მოიტანდა,“-აღნიშნა ტრამპმა.