ოფიციალური თბილისი ამერიკელებსა და ქართველებს შორის მომხდარ ჩხუბში "დიპლომატიული ჩარევის" საჭიროებას ვერ ხედავს.
"სამწუხაროდ, ადამიანებს შორის შელაპარაკება ხშირად ხდება, მით უმეტეს არასამუშაო დღეს. აღნიშნული ინციდენტიც, არასამუშაო პირობებში მოხდა. აქედან გამომდინარე, არამგონია ეს რაიმე სახის სკანდალში გადაიზარდოს და დიპლომატიურ ჩარევას საჭიროებდეს", - განუცხადა გუშინ მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სასტუმრო "ვარაზთან" რამდენიმე ამერიკელსა და ქართველს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.