ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის მიზეზი რუსული სუ-27-ის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა გახდა. ავიაგამანადგურებელმა ვაინდლოოს რაიონში რამდენიმე წუთი დაჰყო. მანამდე ანალოგიური ბრალდება რუსეთს ფინეთმა წაუყენა. ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.