8 ოქტომბერს არჩევნებზე მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს 25 საარჩევნო სუბიექტს, 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის. ამასთან, ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარგენილ კანდიდატებს შორის.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 ათასზე მეტი წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, 55 საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 5 368 წარმომადგენელი მედიასაშუალებებიდან.
ხვალ დილით 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. 8 ოქტომბერს გარდა საპარლამენტო არჩევნებისა ტარდება აჭარის 6 საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს არჩევნები