იუბილარმა პუტინმა დაბადების დღე შსს-ს გენერლების გადაყენებით აღნიშნა. მისი განკარგულებით, სამსახურიდან პოლიციის 10-მდე მაღალჩინოსანი გაუშვეს. პოსტიდან გადააყენეს ლეონიდ ვედენოვი, სერგეი ლებედევი, ალექსანდრ გრიშენკო და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მანამდე შსს-ს რიგებიდან 163 ათასი თანამშრომელი დაითხოვეს.