დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით, სამინისტროში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვთა ნამუშევრებს ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, ამერიკის საბჭოების, მშვიდობის კორპუსის, USAID -ის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოში აკრედიტებული სხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით სამინისტრო იწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ნიჭიერ ბავშვს საშუალება ექნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსში ყოველთვიურად გამართოს თავისი ნახატების გამოფენა.
"ნებისმიერი ფორმით ნიჭიერ ბავშვთა წახალისება ზრდის მათ მოტივაციას და ხელს უწყობს მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოვლენასა და სტიმულირებას", - განაცხადა შაშკინმა.