ფილიპინები მზადაა სამხედრო გამოწვევებს ამერიკის დახმარების გარეშეც გაუმკლავდეს, თუ შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას შეწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დელფინ ლორენზადამ განაცხადა. მისი თქმით, ფილიპინებისთვის ამერიკის სამხედრო დახმარება ისეთი ღირებულიც არ იყო, როგორც ეს დღემდე მიიჩნეოდა. ფილიპინები იარაღის შეძენას ჩინეთისა და რუსეთისგანაც არ გამორიცხავს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი დუტერტე უცხოელი მოკავშირეების სპექტრის გაფართოებას ცდილობს.