მორიგი სპეცოპერაცია ინგუშეთში. ნაზრანში სამართალდამცავებმა ამბოხებულთა ჯგუფი ალყაში მოიქციეს. ამბოხებულებს მძევლად 5 წლის ბავშვი ჰყავდათ აყვანილი. მოლაპარაკების შედეგად მათ მძევალი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შენობაზე შტურმი განხორციელდა. ლიკვიდირებულია 3 მებრძოლი. ერთ-ერთი მათგანი ქალია.