ტრამპი წინასაარჩევნო რეიტინგში დაწინაურდა. კომპანია „რასმუსენ რეპორტსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჰილარი კლინტონს 2 პროცენტით უსწრებს. ტრამპს ხმას რესპოდენტთა 43 პროცენტი აძლევს, კლინტონს კი ხმათა 41 პროცენტი აქვს. წინა გამოკითხვა რასმუსენ რეპორტსმა აგვისტოში ჩაატარა. 2 თვის წინ კლინტონი ტრამპს 2 პროცენტით უსწრებდა.