ავღანეთში ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში პირველი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა. მისივე თქმით, სერჟანტი ადამ ტომასი ნანგარჰარის პროვინციაში ისლამისტთა თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე თვითნაკეთი ბომბის გაუვნებელყოფისას აფეთქდა. ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში დღემდე მხოლოდ ალ-ქაიდასა და თალიბების სამიზნე ხდებოდა. ამჯერად მათ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თავდასხმა მოიგერიეს.