დღეს, თბილისში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გამართავს დაჯილდოების ცერემონიალს თემაზე "საქართველოს პოლიცია", სადაც გამოვლინდებიან სამხატვრო და ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულები. ცერემონიის შემდგომ, შსს პოლიციის აკადემია უმასპინძლებს გამარჯვებულებს რომლებსაც საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ შსს პოლიციის აკადემია. ცერემონია გაიმართება 15:00 საათზე ბავშვთა სამხატვრო გალერეაში.
როგრც შს სამინისტროში აცხადებენ, ლიტერატურული და სამხატვრო კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, შსს პოლიციის აკადემისა და განათლების სამინისტროს მიერ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ბავშვებს მხატვრულად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ.
კონკურსის მიზანია, მოზარდებს შორის ამაღლდეს პოლიციის როლის მნიშვნელობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს საზოდაგოებისა და პოლიციის დაახლოების პროცესს, რათა შედგეს ურთიერთთანამშრომლობა, ნოდბისა და პატივისცემის ჩამოყალიბების მიზნით.
ლიტერატურულ და სამხატვრო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მასშტაბით 200 სკოლიდან მოიწვეული იქნენ მოზარდები: 6 - დან - 11 წლამდე და 12 - დან 15 - წლამდე.
სპეციალური ჟიური, რომელიც პოლიციის მუშაკებისა და საზოგადოების სხვადასხვა წევრებისგან შედგება გამოავლენს გამარჯვებულებს ლიტერატურულ და სამხატვრო კონკურსებში. ოფიციალური ცერემონიისას, რომელიც ბავშვთა სამხატვრო გალერეაში გაიმართება გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები და პრიზები.