ჩეჩნეთის ლიდერმა მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალზე პირველი კომენტარი გააკეთა. რამზან კადიროვმა რუსეთის შერეული ორთაბრძოლების კავშირის პრეზიდენტის, ფიოდორ ემელიანენკოს კტიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სხვისი ბავშვების სურათების გამოფენა და მათზე არაკორექტული კომენტარების პრპვოცირება ეთიკისა და მორალის უხეში დარღვევაა,“-წერს კადიროვი „ტვიტერის“ გვერდზე.
ბრძოლა წესების გარეშე ბავშვების მონაწილეობით გროზნოში ჩატარდა და მასში კადიროვის სამივე ვაჟი მონაწილეობდა. პრეზიდენტის სამივე ვაჟმა რინგი გამარჯვებულმა დატოვა, რაც ცალკე განხილვის თემა გახდა.