ფლორიდის სანაპიროებიდან მასობრივი ევაკუაცია დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიური საშიშროების ზონა ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. მანამდე ქარიშხალმა „მეთიუმ“ ჰაიტის გადაუარა. სტიქიამ ჰაიტიში 283 ადამიანი იმსხვერპლა. პრეზიდენტმა ობამამ 3 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.