ნიუ იორკში მანჰეტენის ხიდზე ათმეტრიანი ბანერი გადმოკიდეს. ბანერზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული წარწერით „მშვიდობისმყოფელი.“ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ ბანერი მალევე ჩამოხსნა. სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალის გაშიფვრა დაიწყეს. თვითმხილველთა მტკიცებით, ბანერი ხიდზე ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა გადაკიდა.