ჰაიტიში სტიქიის შედეგებს ითვლიან. დამანგრეველმა ქარიშხალმა „მეთიუმ,“ ბოლო მონაცემებით, 283 ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე დიდი დარტყმა სტიქიამ ქალაქ როშ-ა-ბატოს მიაყენა, სადაც 50-მდე ადამიანი დაღუპა, ქალაქ ჟერემიში კი შენობების 80 პროცენტი განადგურდა. შტორმი ამ წუთებში ფლორიდის სანაპიროებისკენ მიიწევს.