მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში უკრაინა თურქეთს სტუმრობდა. შეხვედრის დასაწყისში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, რაც პირველი ტაიმის ანგარიშზეც აისახა. თამაშის პირველი ნახევარი უკრაინელებმა ერთბურთიანი უპირატესობით (2:1) დაასრულეს, მეორე ტაიმში კი ჩალხანოღლუმ უკრაინელთა კარში თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან შეაგდო. საბოლოო შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.