სამხრეთ კორეას ტროპიკულმა შტორმმა „ჩაბამ“გადაუარა. სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 კი დაკარგულად ითვლება.
ქარიშხლის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქები ბუსანი და ულსანი დაზარალდა, სადაც საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. წყობიდან გამოვიდა ადგილობრივი ავტომაგისტრალები და ელექტროგადამცემი სისტემაც.
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო.