თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. გამთენიისას თურქულმა არტილერიამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბა. შედეგად 68 სამიზნე დგანადგურდა. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ოპერაცია „ევფრატის ფარი“ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში 24 აგვისტოს დაიწყო და ჯარაბლუსის რაიონი ისლამისტებისგან მთლიანად გაწმინდა.