მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა. ზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ე.წ. ურთიერთშეხების ხაზთან ცეცხლი რამდენჯერმე გახსნა. ორმხრივი სროლის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო სახილ მამედოვი დაიღუპა. სომხური მხარე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.