დასავლურმა კოალიციამ ალეპოს დასახლებული რაიონი დაბომბა. ამის შესახებ სააგენტო სანა იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ავიადარტყმები სოფელ სელსანზე განხორციელდა, რასაც 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაღუპულთაგან 3 ბავშვია. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.