ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. ამის მიზეზი გროზნოში ჩატარებული ასპარეზობა გახდა. ბრძოლა წესების გარეშე ბავშვების მონაწილეობით ჩეჩნეთის დედაქალაქში 4 ოქტომბერს ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობას რამზან კადიროვის შვილებიც იღებდნენ. პრეზიდენტის სამივე ვაჟმა რინგი გამარჯვებულმა დატოვა. მომხდარის გამო შეშფოთება რუსეთის სპორტის მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს, რის გამოც კადიროვის ადმინისტრაციას განმარტების გაკეთება მოუხდა. მათი თქმით, შერეული ორთაბრძოლების სპორტის ისეთივე სახეობაა, როგორც ფეხბურთი ან ჰოკეი. ამიტომ, მსგავსი შეჯიბრები არანაირ კითხვებს არ უნდა ჰბადებდეს.