ევროკავშირმა ახალი სასაზღვრო სამსახური შექმნა. მიზანი კრიზისულ ადგილებში უსაფრთხოების დაცვა და კონტროლის გაძლიერებაა. გადაწყვეტილება ბრიუსელში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადმა იმატა. ევროპის სასაზღვრო დაცვის სააგენტოს შესახებ კანონპროექტი ევროკომისიას დეკემბერში წარედგინა. პირველ ეტაპზე სამხედროები თურქეთ- ბულგარეთის საზღვარზე განთავსდებიან.