ევროპის 4 ქვეყნის საჰაერო სივრცესთან რუსული ბომბდამშენები გამოჩდნენ. BBC- ის ცნობით, რუსული“ ტუ 160“- ების მოახლოვებისთანავე, ჰაერში ნორვეგიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის სამხედრო თვითმფრინავი აფრინდნენ. ინციდენტი 22 სექტემბერს მოხდა, თუმცა მედიისთვის ახლახანს გახდა ცნობილი. ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყებაში განმარტეს, რომ რუსული ბომბდამშენები თავდაპირველად ნორვეგიის საჰაერო სივრცეს ჩრდილოეთიდან მიუხალოდვნენ, რის შემდეგაც ოსლოში „ეფ 16 ის“ ტიპის ავიაგამანადგურებლის აფრენის გადაწყვეტილება მიიღეს. რამდენიმე წუთში ანალოგიურ ზომებს მიმართეს ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის თავდაცვის უწყებებშიც.