ამერიკის აღმოსავლეთ შტატებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიური საფრთხის ზონა ბოლო 24 საათის განმავლობაში ათასობით ადამიანმა დატოვა. დამანგრეველი ქარიშხალი "მეთიუ" ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინას უახლოვდება.
„ეს საკმაოდ სერიოზული შტორმია და ის ფლორიდას სავარაუდოდ მნიშვნელოვნად დააზარალებს,“-აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი ბარაქ ობამა.