გაეროს გენერალური მდივნის პოსტს სავარაუდოდ ანტონიუ გუტერიში დაიკავებს. პორტუგალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მხარი უშიშროების საბჭოს წევრმა 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, 2-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გუტერიშის კანდიდატურას უშიშროების საბჭო სავარაუდოდ დღეს დაასახელებს. სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ამის შემდეგ წარმოდგენილი კანდიდატი გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს. გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გუტერიში ბან კი მუნს ჩაანაცვლებს.