აზერბაიჯანი ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ევდა აბრამოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აზერბაიჯანმა ებრაული სარაკეტო სისტემის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სომხეთის შეიარაღებული ძალები ისქანდერის სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვა. როგორც აზერბაიჯანელი დეპუტატი ირწმუნება, ებრაული ანტისარაკეტო კომპლექსი ისქანდერებს მიწაზე დაშვების საშუალებას არ მისცემს.