ბელგიის დედაქალაქში 2 პოლიციელი დაჭრეს. გამოცემა მირორის ინფორმაციით, თავდასხმა ბრიუსელიც ცენტრალურ რაიონში განხორციელდა. ერთი სამართალდამცავი მუცლის არეშია დაჭრილი, მეორე კი ფეხში. ბელგიის პოლიცია ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.