დღეს, 1-ელ ივლისს, ავიაკომპანია "ეარ ბათუმმა" პირველი რეისი შეასრულა.
თბილისი-ბათუმის პირველ რეისით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ქართულლი ტუროპერატორების ხელნძღვანელებმა, ჟურნალისტებმა და კორპორატიულმა მგზავრება იმგზავრეს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთების ფასი 19 ლარიდან იწყება. მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთია.
ზაფხულში, უქმე დღეებში კოპანია სპეციალური რეისების დამატებასაც გეგმავს.
რეისები "ბოინგ 737"-ით შესრულდება.
ავიაკომპანია აპირებს მომხმარებელს საერთაშორისო რეისებიც შესთავაზებს. კერძოდ იგეგმება რეისების განხორციელება ანტალიის, კიევის, ბაქოს, თელ-ავივის, მიმართულებებით.
"ეარ ბათუმმა" ფრენების ლიცენზია მიმდინარე წლის პირველ აპრილს მიიღო. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია Cebi Companies Group, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, ევროპასა და თურქეთში ტურიზმის, საბროკერო და სამშენებლო საქმიანობის, საგარეო ვაჭრობის სექტორში მუშაობს.