6 ოქტომბერს 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორის გუნდი Ad Move თავის პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს. სტარტაპი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა. გუნდის დამწყები ბიზნესის შექმნის იდეა ტექნოპარკის სივრცეში იქცა რეალობად.
იდეა მანქანების ბრენდირებასა და მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენას უზრუნველოყობს. კომპანიებს სტარტაპის აპლიკაციით შეეძლებათ განსაზღვრონ თავიანთი რეკლამის განთავსების არეალი და აკონტროლონ პერიმეტრი, სადაც მათი სურვილის მიხედვით დაბრენდილი ავტომობილები მოძრაობენ. ასევე შეეძლებათ გააკეთონ წინასწარი მარკეტინგული გათვლები. დაუკავშირდნენ უშუალოდ ავტომობილის მფლობელსა და დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ მისცენ დავალებები.
პირველ ეტაპზე გუნდი სატესტოდ ტაქსების დაბრენდვაზე მუშაობს, განვითარების შემდგომ ეტაპზე კი ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაუჩენს. შესაბამისი აპლიკაცია დამკვეთების მარკეტინგული გათვლებისათვის Ad Move-ს უკვე მზად აქვს.