დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ მოადგილეებთან და კოპანიის წარმომადგენლებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მსხვილი სასაკლაო მეურნეობის შპს ,,ბაკარა’’-ს მუშაობის დაწყება დაანონსეს. სადაც მოწყობილია თანამედროვე ტიპის სასაკლაო მეურნეობა, საქონლის ფერმა და 150 ტონიანი საქონლის ხორცის შესანახი სამაცივრე მეურნეობა. კომპანია „ბაკარამ“ გამოხატა მზადყოფნა ჩაერთოს მაღალმთიან აჭარაში ცოცხალი პირუტყვის აგრარული ბაზრობის პროექტში, რაც ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პირუტყვის აგრარული ბაზრობიდან პირუტყვის შესყიდვას, შემდგომი ხორცპროდუქტებით დამუშავების მიზნით.
სასაკლაოს ამ ეტპზე გააჩნია 50 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. პირუტყვის თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოს ამოქმედებით რეგიონის სამომხმარებლო ბაზარს, რესტორნებს, სასტუმრო ქსელებსა თუ სხვადასხვა კვების ობიექტებს მიეწოდება სანიტარული ნორმების დაცვით წარმოებული მაღალი ხარისხის საქონლის ხორცი, რაც გამორიცხავს უვარგისი ხორცპროდუქტებით მოსახლეობისა და ტურისტების უზრუნველყოფის საფრთხეს. სასაკლაო მეურნეობების ამოქმედება რეგიონის ფერმერთათვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება პირუტყვის რეალიზაციის საქმეში, რომელიც ამავდროულად გაზრდის მოტივაციას რეგიონში მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით.