დღეს, 1 ივნისს, 15:00 საათზე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პირველად საქართველოში, ტაოპრივატბანკის ინიციატივით, გაიმართება სკაიპ-კონფერენცია უკრაინელი და ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტაობანკიდან აცნობეს.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ტაოპრივატბანკმა დაიწყო პროგრამა ‘Junior ბანკი'-ს განხორციელება. Junior ბანკი პირველად თბილისის 55-ე სკოლაში დაინერგა. Junior ბანკი - ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა 7-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის. პროგრამის მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან ისწავლონ ბანკთან სწორი ურთიერთობა, თავად ჩაერთონ საბანკო საქმიანობაში, პრაქტიკაში ნახონ თუ როგორ მუშაობს საბანკო მექანიზმი. Junior ბანკი - ეს არის ბიზნეს სკოლა მოსწავლეებისათვის.
Junior ბანკი უკვე გახსნილია უკრაინის 40 ქალაქში, სადაც 1200 ბავშვი სწავლობს. ხოლო პედაგოგები, საბანკო სფეროს გამოცდილი სპეციალისტები, პრივატბანკის ხელმძღვანელები არიან! საქართველოში აღნიშნული პროექტის განხორციელება ტაოპრივატბანკმა ჯერ მხოლოდ ორ სკოლაში დაიწყო (55-ე და 43-ე საშუალო სკოლები), მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მომავალში Junior ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ მრავალ სკოლაში გაიხსნება.
ტაოპრივატბანკის პროექტმა - Junior ბანკი, ქართველი მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია - პირველ ივნისს დაგეგმილი სკაიპ კონფერენციაც სწორედ ამ ინტერესის გამოხმაურებაა და მიზნად ისახავს დააახლოვოს ორი ქვეყნის Junior -ები, ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ ბიზნეს სკოლის შესაძლებლობები და პრიორიტეტები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილებები, მისცენ რჩევები და რათქმაუნდა დამეგობრდნენ. ორივე ქვეყნის ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა ტიპის ვიქტორინები და ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ ტაოპრივატბანკის საჩუქრები!
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის 55-ე საშუალო სკოლის მოსწავლეები და უკრაინელი ბავშვები ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან.