გორის რაიონის სოფელ შინდისის მკვიდრ თამაზ გაგნიძეს, მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც მისი მეგობრები ყვებიან გაგნიძე სოფელ ბროწლეთში ნათესავთან სტუმრად მიდიოდა.
გაგნიძემ მდინარე ლიახვის ცხენით გადაკვეთა სცადა, თუმცა სავარაუდოდ ცხენიდან გადმოვარდა და დინებამ გაიტაცა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ცხენმა წყლიდან გამოსვლა მოახერხა.