დღეს, 1-ელ ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ამ თარიღთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ჩაატარებს. ეს ინფორმაცია სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს, მეფე მირაინისა და დედოფალ ნანას მმართველობისას გამოცხადდა.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.