დღეს, 1-ელ ივნისს, 15:00 საათზე, "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" მედიაცენტრში (მარი ბროსეს ქ.#6) "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემაჯამებელი ანგარიში და ვიდეომტკიცებულებები კახეთის რეგიონის ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მასობრივად გაყალბებისა და უხეში დარღვევების შესახებ.