ახალი ამებების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" 1-ელ ივნისს დაარსებიდან 5 წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით 1-ელ ივნისს სააგენტო სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მდებარე გალერეა "შარდენში" აწყობს ფოტოგამოფენას, სახელწოდებით _ "ფოტოთი მოყოლილი ამბები".
"არქივში არსებული ათასობით ფოტოდან გამოფენისთვის ფოტოების არჩევა საკმაოდ რთული იყო. თუმცა მაინც შევცადეთ გამოგვერჩია რამდენიმე თემა. დამთვალიერებელი ნახავს საკმაოდ საინტერესო ფოტოებს, რომელიც 5 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერაა გადაღებული", - სააგენტოს დირექტორი გოჩა მირცხულავა.
მისი თქმით, გამოფენაზე, მედიის, პოლიტიკოსების, კულტურის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა გარდა, მოწვეულია ყველა თანამშრომელი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში სააგენტოში მუშაობდა.
სააგენტოს დირექტორის თქმით, განვლილი ხუთი წელი არ იყო იოლი, თუმცა სააგენტომ შეძლო არა მხოლოდ თვითდამკვიდრება, არამედ საკმაოდ დიდი წარმატებებისთვის მიღწევა და ათასობით გულშემატკივრის შეძენა.
"5 წლის განმავლობაში მრავალი ერთგული მკითხველი შევიძინეთ და მათთვის ინფორმაციის სანდო წყაროდ ვიქეცით. ჩვენი ახალი სალოგანიც "ინფორმაციის შენი წყარო" ორიენტირებულია თითოეულ მკითხველზე, იმის მიხედვით, თუ ვის რა თემატიკაზე სურს ინფორმაციის მიღება", _ აცხადებს გოჩა მირცხულავა და აღნიშნავს, რომ სააგენტომ შეძლო შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ყოფილო მიუკერძოებელი.
"სწორედ ამ ფაქტორებმა შეასრულეს უმთავრესი როლი იმაში, რომ მნიშვნელოვანი აღიარება მოვიპოვეთ და ამჟამად "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების თავმჯდომარეა", _ განმარტავს მირცხულავა.
მირცხულავას თქმით, სააგენტო უახლოეს მომავალში საზოგადოებას მრავალ სიახლეს შესთავაზებს.
"უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მრავალ სიახლეს შევთავაზებთ. რაც მთავარია, წლევანდელი შემოდგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანად ქართული მედიისთვის. მაგრამ მოვლენებს ჯერ წინ არ გავუსწრებ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება სიურპრიზი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი კოლეგებისთვის", - აცხადებს მირცხულავა.
მირცხულავა სააგენტოს დაბადების დღეს ულოცავს ყველა თანამშრომელს, ერთგულ მკითხველებს, პარტიორებსა და გულშემატკივრებს და იმედოვნებს, რომ "ჯი-ეიჩ-ენის" ობიექტურობა და მოუკერძოებლობა მომავალშიც სათანადოდ იქნება დაფასებული.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოს "ჯი-ეიჩ-ენი" 2005 წლის 1-ელ ივნისს შეიქმნა. დაარსებიდან 5 წლის განმავლობაში სააგენტომ შეძლო ქართულ მედიასივრცეში ლიდერებს შორის დამდგარიყო. ამ ხნის განმავლობაში სააგენტომ არაერთ წარმატებას მიაღწია.
2008 წლის სექტემბერში "ჯი-ეიჩ-ენი" ბულგარეში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოცოაციის მეორე კონფერენციაზე / BSENNA / "ჯი-ეიჩ-ენი" ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
2010 წლის 4 მარტს სააგენტო "ჯი-ეიჩენი" გახდა ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე.
ჩვენი პარტნიორების სპექტრის მუდმივ ზრდას დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განაპირობებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ლიდერობს საქართველოში მიმდინარე მოვლენების უცხოურ მედია საშულებებში გავრცელებული ინფორმაციების რაოდენობის მიხედვით.
"ჯი-ეიჩ-ენი" არის ყოველწლიურად "წლის ადამიანებისა და კომპანიების" გამოკითხვისა და "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორი.
"ჯი-ეიჩ-ენის" პარტნიორები არიან შემდეგი ნაციონალური სააგენტოები: АNА" საბერძნეთი, "ANADOLU AჟANშI" თურქეთი, "არმენპრესი" სომხეთი, "АТА" ალბანეთი, "აზერტადჯი" აზერნაიჯანი, "BთA" ბულგარეთი, "იტარ-ტასი" რუსეთი, "მოლდპრესი" მოლდოვა, "აგერპრესი" რუმინეთი, "ტანიუგი" სერბეთი და "უკრინფორმი" უკრაინა, "HINA" ხორვატია, "МIА" მაკედონია.