ხვალ, 1-ელ ივნისს, 11:00 საათზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ღონისძიებას მართავს. წყნეთის, კოჯრისა და დიღმის ბავშვთა სახლებიდან შერჩეული შემოქმედებითად მოაზროვნე მოსწავლეები, პატარა მწერლები და პოეტები, დაათვალიერებენ სპეციალურად მათთვის მოწყობილი უძველესი ხელნაწერების გამოფენას.
ექსპოზიციის ნახვის შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ წერილები მისწერონ კორნელი კეკელიძესა და ივანე ჯავახიშვილს მათივე სახელობის მემორიალურ კაბინეტებში.
მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მიესალმება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა. სამახსოვრო საჩუქრებს პატარები ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს" ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილისგან მიიღებენ.