1-ელ და 2 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გალერეა "ჰობიში" (თბილისი, ჭანტურიას ქ. 8.) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ასოციაცია "მომავლის იმედი" და ფოტოგრაფთა კლუბი "Gრაფ.გე" ორგანიზებას უწევენ საქველმოქმედო აქციას: "ფერადი დღე". ღონისძიება ჩატარდება სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფთა კლუბი "Gრაფ.გე"-ის მიერ გადარჩეული ფოტოსურათები. ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების ხელნაკეთი ნივთები.
გაყიდული ფოტოებიდან და სუვენირებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, 198-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.