ევროკავშირში ასოცირების შესახებ პროექტის პრეზენტაცია ნოემბერში მოხდება, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განუცხადა.
"ევროკავშირში ასოცირების შესახებ პროექტის წარდგენა, ნოემბერში მოხდება", - განაცხადა კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები გასულ კვირასაც გაიმართა. ამ საკითხზე
ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირის უმაღლეს კომისართან, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ბენიტა-ფერერო-ვალდნერთან ისაუბრა.