არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი ბანკი Emirates NBD-ი რობოტის დასაქმებას გეგმავს. საუბარია რობოტ პეპპერზე, რომელიც პირველი ჰუმანოდი რობორია, რომელსაც ადამიანური ემოციების ამოცნობა და შესაბამისი ადაპტირება შეუძლია.
Emirates NBD-ს დაგეგმილი აქვს, რომ პეპპერი ბანკის მისაღებში დააყენოს, ეს უკანასკნელი კი ადამიანებს სწორ მიმართულებას მისცემს და მათ დადებით განწყობაზეც იზრუნებს. რობოტი ბანკის კლიენტებს მათთვის სასურველ ინფორმაციასაც მიაწვდის და ახალი პროდუქტების შესახებაც მოუყვება.
პეპპერო იაპონიაში შეიქმნა და მისი ღირებულება 2 ათასი დოლარია. ხოლო პროგრამული უზრუნველყოფით კი მისი ფასი 8 ათას დოლარამდე ადის.
შეგახსენებთ, რომ Emirates NBD-ი არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი ბანკია და მისი აქტივები 50 მლრდ დოლარს შეადგენს. ბანკი 9 ათას თანამშრომელს ასაქმებს.