31 მაისი თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ატარებს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო აქციას "მოდაშია ჯანმრთელობა", რომელიც 12:00 საათზე, სტუდენტური მსვლელობით დაიწყება ფილარმონიიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მიმართულებით.
მსვლელობის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, სიგარეტის მავნებლობაზე და მოწოდება "1 დღე სიგარეტის გარეშე".
18:00 საათზე აქცია კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება. მოეწყობა
ფოტოგამოფენის დახურვა და დაჯილდოება (აღმაშენებლის გამზ. 40), დრამის ფაკულტეტის სტუდენტები ითამაშებენ თემატურ ეტიუდს, დასასრულს კი ფოლკლორის დეპარტამენტის სტუდენტთა კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ.
ამას გარდა, თამბაქოს კონტროლის ალიანსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აწყობს სხვადასხვა ქვეყნის პიქტროგრამების (თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების სურათებრივი გამოსახულება) გამოფენის გახსნას თსუ-ის მეორე კორპუსის ფოიეში.
იქვე მოხდება თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების დაჯილდოება და დარიგდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა.