მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი, რომელიც დაარსდა 1924 წელს, დღემდე ტარდება სამ წელიწადში ერთხელ. იგი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ძირითადი ენერგეტიკული საკითხები განიხილება მსოფლიოს ლიდერებისა და ენერგეტიკის სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ. კონგრესზე გაიმართება დებატები და გამოფენები, სადაც მონაწილეებას შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიები და შეისწავლონ კომერციული შესაძლებლობები.
მიმდინარე წელს 23-ე მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი გაიმართება 09-13 ოქტომბერს, სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ. იგი მეოთხე მსხვილი გლობალური ღონისძიებაა, რომელსაც წელს უმასპინძლებს თურქეთი დიდი ოცეულის სამიტის (G20), მე-13 ისლამური კონფერენციისა და გაეროს ჰუმანიტარული სამიტის შემდეგ.
მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი არის ენერგეტიკასთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი, გლობალური პლატფორმა, რომელიც გამორჩეულია იმითაც, რომ ერთად შეკრებს ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს, მთავრობების წარმომადგენლებსა და ამ სფეროს მაღალი დონის გავლენიან მოთამაშეებს.
23-ე მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 250-მდე სიტყვით გამომსვლელი. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყნის 50 მინისტრი, აღმასრულებელი მდივანები და ექსპერტები. სტამბულის “კონგრეს ველიში”- ში გამოფენებისა და სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად გაინართება სესიები, რომლებიც ეხმიანებიან კონგრესის წლევანდელ თემას: „მოვიცვათ ახალი საზღვრები“.