ხვალ, 31 მაისს, 11:00 საათზე, "მსოფლიო თამბაქოს გარეშე" საერთაშორისო დღეს, თამბაქოს კონტროლის ალიანსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აწყობს სხვადასხვა ქვეყნის პიქტროგრამების (თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების სურათებრივი გამოსახულება) გამოფენის გახსნას თსუ-ის მეორე კორპუსის ფოიეში.
იქვე მოხდება თამბაქოსაგან თავისუფალი ორგანიზაციების დაჯილდოება და დარიგდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა.