საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ატარებს თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო აქციას "მოდაშია ჯანმრთელობა", რომელიც 31 მაისს, 12:00 საათზე, სტუდენტური მსვლელობით დაიწყება ფილარმონიიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მიმართულებით.
მსვლელობის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, სიგარეტის მავნებლობაზე და მოწოდება "1 დღე სიგარეტის გარეშე".
18:00 საათზე აქცია კულტურული ღონისძიებით გაგრძელდება. მოეწყობა
ფოტოგამოფენის დახურვა და დაჯილდოება (აღმაშენებლის გამზ. 40), დრამის ფაკულტეტის სტუდენტები ითამაშებენ თემატურ ეტიუდს, დასასრულს კი ფოლკლორის დეპარტამენტის სტუდენტთა კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ.