15 სექტემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დებატებს გამართავს, რათა მათ წარუდგინონ პარტიის ეკონომიკური პროგრამები და ხედვები კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
შეხვედრის მოდერატორი იქნება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე და ISET-ის პრეზიდენტი ერიკ ლივნი. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ქართული ოცნება, პოლიტიკური ბლოკი- პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები.
შეხვედრას დაესრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, , საქართველოს საერთაშორისო პალატის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა გაიმართება 15 სექტემბერს ხუთშაბათს, 17:00 საათზე სასტუმრო რედისონში, ბალრუმი 2.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებსა და 28 ბიზნეს ასოციაციას.