ხვალ, 14 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანია ჰენკელი (Henkel) საქართველოში ახალი წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმოს გახსნის.
ქარხნის საზეიმო გახსნას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და მოწვეული საერთაშორისო სტუმრები.
ახალი ქარხანა იქნება ჰენკელის პირველი საწარმო საქართველოში. კომპანია გამოუშვებს მშრალ სამშენებლო ნარევ მასალებს პოპულარული Ceresit-ის ბრენდით ადგილობრივი ბაზრისათვის.
ჯამური ინვესტიცია პროექტში შეადგენს 3.5-6.4 მილიონ ევროს. კომპანია გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიებს რათა მოახდინოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, რაც უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას.