ტურისტების ავტობუსში ხანძარი თვითმკვლელმა მძღოლმა მოაწყო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სუ მინ ჩენი ნასვამი იყო და სუიციდი მოიწყო. ინციდენტს 26 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 24 ჩინეთის მოქალაქეა.