საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიება და დახურვის ცერემონია „შატო მუხრანში“ გაიმართა, რომელსაც პირველი ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ესწრებოდნენ.
„შატო მუხრანში“ კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და არგენტინის მენდოზის რეგიონის გუბერნატორი ალფრედო კორნეხო. დიმიტრი ქუმსიშვილმა ტალებ რიფაის და კონფერენციის მონაწილეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გრძნობს და აფასებს მათ აქტიურ მხარდაჭერას ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. საქართველოში ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის შემაჯამებელი ღონისძიებაზე ერთობლივი დეკლარაციაც მიიღეს, რომელიც დამსწრე საზოგადოებას უშუალოდ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ გააცნო.
მომავალ წელს ღვინის ტურიზმის შემდგომი გლობალური კონფერენციას არგენტინა- მენდოზას პროვინცია უმასპინძლებს, სწორედ ამიტომ ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენციის გარდამავალი სიმბოლო მოოქროვილი მინიატურული ქართული ქვევრი მენდოზას გუბერნატორს გადასცა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანა ქრთულ მხარეს კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო- ეს ღვინის სამშობლოა. კონფერენციას რომელიც პირევლად ჩატარდა 42 ქვეყნის 250-მდე დელეგატი ესწრებოდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობას იმას, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტული პოტენციალი საუკეთესოდ წარმოჩინდეს.