ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ექსპერიმენტი გახდება სერგეი ლავროვისა და ჯონ ქერის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც. რუსეთისა და ამერიკის პირველი დიპლომატების პირისპირ შეხვედრა სასტუმრო „პრეზიდენტ უილსონში“ უკვე დაიწყო. მომხდარის გამო მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს. ლავროვი და ქერი მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე სირიის საკითხს და ალეპოში შექმნილ ვიტარებას განიხილავენ.