სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. პოსტის დატოვების შესახებ ოვიკ აბრამიანმა განცხადება დღეს დილით გააკეთა. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს სავარაუდოდ ედვარდ ნალბანდიანი დატოვებს. რაც შეეხება აბრამიანს, ის 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს. აბრამიანი პრემიერის პოსტზე შესაძლოა გაზპრომბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კარენ კარაპეტიანმა ჩაანაცვლოს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიგენ სარქისიანი დაიკავებს.